ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო, თელავამდე ფეხით ჩავიდეს

  •  

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები თელავისკენ ფეხით მიემართებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ლიდერებმა მას მერე მიიღეს, რაც ველისციხესთან პოლიციამ გზა ჩაუხერგა და გადაადგილების საშუალება არ მისცა.

ველისციხეში შეკრებილ მხარდამჭერებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიმ მოუწოდა და სთხოვა, გზა ფეხით გაეგრძელებინათ. მათ ველისციხიდან თელავამდე დაახლოებით 40 კილომეტრი უნდა გაიარონ. აქციის მონაწილეები გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას ცდილობდა, თუმცა, ვერ მოახერხეს. თელავამდე ფეხიტ მსვლელობა დაიწყო.

მსგავსი თემები