აშშ-მ მოგზაურობისათვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას კიდევ 22 მიმართულება მიუმატა

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნების სიას 22 მიმართულება დაამატა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაღალი რისკის ანუ მეოთხე დონის ქვეყნებს შეემატნენ: არგენტინა, ავსტრალია, ისრაელი, ალბანეთი, ეგვიპტე და სხვ.

აშშ ამა თუ იმ ქვეყანას მოგზაურობისთვის ყველაზე მაღალი რისკის მიმართულებად იმ შემთხვევაში აფასებს, როდესაც ბოლო 28 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი თემები