ლაგოდეხში 35 წლამდე ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა

ლაგოდეხში ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და შემდეგ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, 35 წლამდე ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუმცა მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ -ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მსგავსი თემები