„სრულ მზადყოფნაში ვართ “ომიკრონის“ მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი“ – ჯანდაცვის მინისტრი

“ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში “ომიკრონის“ მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი, მივიღოთ მათი ზარები, სწორად და ეფექტურად მოვახდინოთ მათი კონსულტაცია”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორ მუშაობს ცენტრალურ ონლაინ კლინიკა და სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 რთული ეპიდემიოლოგიური გამოწვევების ფონზე, მუშაობის სპეციფიკას ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკისა და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.

მსგავსი თემები