ერთ დღეში ვირუსით 5 504 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 838 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.62%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

მსგავსი თემები