გუბერნატორმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, მოადგილეებთან, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.

2019 წელს განსახორციელებელი პროექტები მაქსიმალურად პასუხობს მოსახლეობასთან შეხვედრისას გაჟღერებულ საკითხებსა და საჭიროებებს. ყურადღება გამახვილდა პროექტების განხორციელების ვადებსა და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, გზების მშენებლობა – რეაბილიტაცია, წყალმომარაგების და გაზიფიცირების სამუშაოები.

შალვა კერესელიძის თქმით, თითოეული პროექტი მაქსიმალურად ოპერატიულად და ხარისხიანად უნდა შესრულდეს. მნიშვნელოვანია, განხორციელებული პროექტები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის მაჩვენებელზე აისახოს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, პროექტების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს.

 

მსგავსი თემები