„ომიკრონს“ ჯერჯერობით მაღალი სიკვდილობა არ ახასიათებს

​იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს ჯერჯერობით სიკვდილობის მარალი მაჩვენებელი არ ახასიათებს, თუმცა, რა იქნება მომავალში ვერავინ იტყვის. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ომიკრონი უკვე დომინანტია.

ომიკრონი“ გაურბის იმუნურ დაცვას.  შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ ეს შტამია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირება ძირითადად „ომიკრონით“ ხდება. დროის დაკარგვა და იმის კვლევა რომელი შტამი აქვს ადამიანს აზრს მოკლებულია, ყველა უკვე „ომიკრონია.“ მას ჯერჯერობით მაღალი სიკვდილობა არ ახასიათებს“ – განუცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

 

მსგავსი თემები