გურამ მაჭარაშვილი ისტორიულ ჰერეთს სტუმრობდა

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანში ისტორიულ კახს სტუმრობდა.
„გამოწვევები არაერთია, თუმცა, უმთავრესია  სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება. თანამშრომლობის გარკვეულ ეტაპებზე შევთანხმდით და პროცესები უნდა დაიძრას“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა „მთავართან“ საუბრისას.

დეპუტატი ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ წირვა -ლოცვას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან ერთად დაესწრო. მათ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას რელიგიური დღესასწაული მიულოცეს და კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივთა საჭიროებებსაც გაეცნენ.

გურამ მაჭარაშვილთან ერთად კახში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. დეპუტატს მასპინძლობა სახელმწიფოს წარმომადგენელმა კახის რაიონში, უსამ ალიმ გაუწია.

გურამ მაჭარაშვილმა მოსაზღვრე რაიონების წარმომადგენლებთან სხვადსხვა ფორმატში  კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა და უსამ ალი ჰერეთობის დღესასწაულზეც მიიწვია.

„მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს შორის არსებობს, სხვადახვა მიმართულებით  სამომავლო ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობაა. ბოლო პერიოდში, ორივე სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების გამო, კონკრეტულ შედეგს დღემდე ვერ მივაღწიეთ. ბუნებრივია, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება. უსამ ალი მზად არის, სექტემბერში ჰერეთობის დღესასწაულზე გვესტუმროს, რომელიც ლაგოდეხში გაიმართება. ჩვენ ის ოფიციალურად მოვიწვიეთ და თანხმობაც მივიღეთ. ორივე მხარის მიზანია, ურთიერთობები გავაღრმავოთ და ვითანამშროლოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა „მთავართან“ საუბრისას.     ~

მსგავსი თემები