ქუთაისში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში 101 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, გამოჯანმრთელდა. 101 წლის ელენე ლანჩავა კლინიკაში რვა დღის წინ შეიყვანეს და მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმე გახლდათ.

პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ 101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული, დღეს სახლში გაეწერა.

მსგავსი თემები