იენს სტოლტენბერგი: “ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება”

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და ნატო კიბერთანამშრომლობის გაძლიერებას ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. მათი თანამშრომლობა ამ კუთხით ისედაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ახლა თავდაცვა გაძლიერდება.

„ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ  უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. იყო მუქარა უკრაინელების მიმართ. ისინი გააფრთხილეს, რომ ყველაზე ცუდს მალე უნდა ელოდნენ.

 

მსგავსი თემები