ვირუსით 5 381 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 516 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.47%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  990 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.62%.

 

მსგავსი თემები