ამერიკის ელი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ სწორედ რუსეთი კლავდა და კლავს ხალხს მთელს ევროპაში.
„თუ კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც გუშინ სახელმწიფო მდივანმა, ბლინკენმა განაცხადა, თუკი რაიმე გამოწვევა დგას ევროპული უსაფრთხოების წინ, ის რუსეთისგან მოდის და არა ნატო-სგან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყნებში დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებში და ახლა მისი ჯარები განლაგებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე. რუსეთია ის, ვინც გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავდა და კლავს ხალხს მთელ ევროპაში“ – განაცხადა კელი დეგნანმა რუსეთის უარის საპასუხოდ რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები ვერ გახდებიან.