„ერთი რამ კი ცხადია, სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში“ – კელი დეგნანი

„სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად“ – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ელჩის შეფასებით, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს, შეცვალოს მშვიდობა.

„რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის მანძილზე. ახლა რუსეთი ცდილობს, შეცვალოს ძალისმიერი მუქარით სამი ათწლეულის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. ნატო 70 წლის წინ დაარსდა, როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას ესწრაფვის“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები