„არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“ – ამერიკის ელჩი

„ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ევროპის შესახებ, ევროპის გარეშე, არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე და არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“ – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი რუსეთის გასაგონად მორიგ გზავნილს ავრცელებს.

როგორც ელჩი დეგნანი განმარტავს,  გაუგებარია, კრემლის მცდელობა  ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციის კუთხით.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს ამერიკის საელჩოში დღეს საღამოს. მინისტრმა და მე ახლახან დავასრულეთ კონსულტაციები სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ჩვენი რეაგირების ძალისხმევის შესახებ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის კრემლის მიერ შექმნილი კრიზისი. გაუგებარია, რატომ ცდილობს რუსეთი ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზაციას – შეიძლება ამით ცდილობს შიდა პრობლემებისგან რუსი ხალხის ყურადღების გადატანას, ან ნატო-ს ერთობის შესუსტებას“ – განმარტავს ელჩი.

კელი დეგნანის შეფასებით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნების სუვერენული უფლებაა.

ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ ნატო-ს შესახებ ნატო-ს გარეშე, და ჩვენ არ ვაპირებთ მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე. ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები“, – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები