ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობას არ აძლევენ

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის დაწესებულებაში გადაიყვანეს, პირად ექიმს არც შეხვედრია.

„პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა“ – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები