ბათუმის სპორტის სკოლამ მორიგი ოქრო მოიპოვა

სპორტულ აკრობატიკაში საქართველოს პირველობა ბათუმის სასპორტო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის სპორტის სკოლის ტანმოვარჯიშეებმა ამჯერად ორი ოქროს მედალი მოიპოვეს. პირველი ოქრო მოზარდთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული სამეულს – ანა გულაბერიძეს, ელენე შარაბიძესა და თეკლა მახარაძეს ერგო, ხოლო საერთაშორისო პროგრამით 11 -16 ასაკობრივ ჯგუფში კი ოქროს მედალი მარიამ ხაზარბეგიშვილის, ლიკა დევაძისა და იოანა შერვაშიძის სამეულს ერგო.

სკოლის დირექცია სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს მარინა კალანდაძეს გამარჯვებას ულოცავს და მორიგ წარმატებას უსურვებს.

 

მსგავსი თემები