რუსი დიპლომატების მიმართ სანქციებს უკრაინაც აამოქმედებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში შესვლას იმ რუს დიპლომატებს აუკრძალავს, ვინც სკრიპალის საქმის გამო ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს. აღნიშნული განცხადება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა გააკეთა.
„ჩვენ 13 რუსი დიპლომატი გავაძევეთ. ეს სწორი ნაბიჯი იყო. ასევე, ავუკრძალეთ უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა იმ 60 მზვერავს, რომლებიც აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან  გააძევეს. ჩვენ ასევე ავუკრძალავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას იმ რუს დიპლომატებს, ვინც ევროკავშირის ქვეყნებიდან გააძევეს“, – აღნიშნა ვასილი გრიცაკმა.
4 მარტს დიდ ბრიტანეთში, სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ოფიციალურმა ლონდონმა აღნიშნულში ბრალი რუსეთის ხელისუფლებას დასდო. შედეგად, 28 ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნით 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.

 

მსგავსი თემები