მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი ხვალ სასამართლო პროცესზე  დასწრებას გეგმავს. როგორც მესამე პრეზიდენტი წერს, სათქმელს თავად იტყვის.

„ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება – რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, – აცხადებს სააკაშილი ხაზარაძე–ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება 13 იანვრის სასამართლო პროცესს, პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი ამბობს, რომ სათქმელი ბევრი აქვს.

„როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს” და ასევე ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე. ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი თემები