„გადაწყვეტილება გასაჩივრდება“ – ხაზარიძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას მათ დამნაშავეებად ცნობასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან და მის გასაჩივრებას გეგმავენ. როგორც ბადი ჯაფარიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არარეალურია და ის აუცილებლად გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციებში.

„ეს ბრძოლა ღირს იმისთვის რასაც ჩვენ გავდივართ, რადგან ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც პროკურატურა ჩადიოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ცხადია, არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების და დანაშაულის. მოსამართლემ განაჩენი რაც გამოაცხადა, მან შეცვალა ის მუხლი ფულის გათეთრების, მოახდინა მისი გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება გაგვათავისუფლა პასუხისმგებლობისგან“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დამნაშავედ ცნობილი მხარეები სამართლიანობისთვის ბრძოლას აპირებენ და ამბობენ, რომ ყველა საჭირო ინსტანციას მოივლიან.

„ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არ ვეთანხმებით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშან-წყალი არ არსებობს, ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები