არავის მიეცემა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინის მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არავის მიეცეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. ამ მიმართულებით პარლამენტს აქტიურად ითანამშრომლებს  სამართალდამცავ ორგანოებთან.

„ჩვენ ველოდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი  კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში. ამას დააზუსტებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საკითხით დაინტერესდება პარლამენტი და ყველა ინფორმაციაში გაერკვევა, რაც არის ქვეყნის ორგანოს პასუხისმგებლობა.

მსგავსი თემები