პრეზიდენტის ინაუგურაცია ნაკლებად პომპეზური უნდა იყოს – მირიან წიკლაური

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ მირიან წიკლაურის მოსაზრებით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, იმ პირობებში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, ნაკლებად პომპეზური უნდა იყოს.

“ისეთ ეკონომიკურ გარემოში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია პომპეზური არ უნდა იყოს, არამედ მოკრძალებული საზეიმო ღონისძიებით შემოვიფარგლოთ. თუ ისეთ საქმეებს გააკეთებს ახალი პრეზიდენტი, რაც ქვეყანას წინ წასწევს, მეტ შემოსავალს მოუტანს და წარმოაჩენს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაცია უფრო პომპეზური იქნება, თუმცა, მე ნაკლებად მაინტერესებს ისეთი საკითხები, როგორიც არის სასახლე, ვფიქრობ, რომ ათონელის ქუჩაზე არსებულ სახლში არსებული გარემო, სავსებით დააკმაყოფილებს პრეზიდენტის საჭიროებებს”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მისივე თქმით, საქართველო ახლო აღმოსავლეთში შეხვედრების ცენტრი უნდა გახდეს და ამისთვის ავლაბრის სასახლის გამოყენება სავსებით მისადაგებული იქნება.

მსგავსი თემები