ქუთაისში, ქარის შედეგად დაზარალებული სახლების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი ქარით დაზარალებულ ქალაქ ქუთაისის მოსახლეობას, სახლების გადასახური მასალა გადაეცა.  სტიქიამ ქუთაისში სულ 200-მდე სახლის სახურავი დააზიანა. სამშენებლო მასალას ყველა მათგანს უსასყიდლოდ გადასცემენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, არა მარტო გადასახური მასალა გადაეცემა, არამედ მთლიანად დაფინანსდება სამონტაჟო სამუშაოებიც. კორპუსების გადასახური მასალას და მის სამონტაჟო სამუშაოებს სრულად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აანაზღაურებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. აღნიშნული პროცესი ორ დღეში დასრულდება.

“24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ რათა დროულად მოხდეს რეაგირება ყველა ფაქტზე და მოსახლეობამ რაც შეიძლება მალე მიიღოს გადასახური მასალა,” – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

მსგავსი თემები