თბილისის მთავარ სინაგოგაში, პრემიერ-მინისტრმა ხანუქას პირველი სანთელი აანთო 

ებრაული დღესასწაულის – ხანუქას დაწყების ცერემონიალს, თბილისის მთავარ სინაგოგაში დღეს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრნენ.  ხანუქას  პირველი სანთელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აანთო.

სანთლის ანთების ცერემონიას  სინაგოგაში, კახა კალაძეც დაესწრო. მან  ებრაელ ხალხს დღესასწაული და ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.

„ ჩემი თბილისი, ჩვენი დედაქალაქი არის სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიების მქონე ადამიანების თანაცხოვრების, ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითი. მე ძალიან მახარებს ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც გასაფრთხილებელია. მთელი გულით მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. პირველ რიგში ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები