ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ესპანეთი კორონა ვირუსს, როგორც “ჩვეულებრივ გრიპს”, ისე მიუდგება. ესპანეთის მთავრობა ამ სტრატეგიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და საკითხზე დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს. “კოვიდ 19-ის” დეტალური გავრცელების სტრატეგია აღარ აღირიცხება.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ამ სტრატეგიის ასამუშავებლად დისკუსიის დაწყება უკვე აუცილებელია, რადგან მეცნიერულად არსებობს საშუალებები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს მკვეთრად შეუშლის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.