„რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე“ – სენატორების რისხვა რუსეთს   

ამერიკელი სენატორებისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები.“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

როგორც სენატორები განმარტავენ, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან კრიზისი  ხელოვნურად შექმნა, პუტინი კი უარს აცხადებს მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.

„მნიშვნელოვანია, აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც“ – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ  როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადება რუსეთის მუქარას მოჰყვა, სადაც საუბარია, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი არასდროს გახდება.

 

მსგავსი თემები