თბილისში სახლი ჩამოინგრა

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ავლაბარში, კონკრეტულ ლოკაციაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

შენობა დიდი ხანია ავარიულია. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, რის გამოც, ადგილზე გაზის სუნი დგას. როგორც გამგეობაში აცხადებენ, იმ მხარეს, სადაც ჩამოშლა მოხდა, არავინ ცხოვრობდა, რადგან, ავარიულობის გამო, მოსახლეობა ქირით გაიყვანეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამ სახლებს ამ გამაგრება სჭირდება, ან საერთოდ უნდა დაიშალოს.

მსგავსი თემები