„კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე” – სასულიერო პირების დაპირისპირება

მამა პეტრე (კოლხი) მამა შალვა კეკელიას ურჩევს,  მორალის კითხვას თავი დაანებოს, ძვირადღირებულ შესამოსელში გამოეწყოს და ვაკეს კი არა, ღმერთს ემსახუროს.

„მამა შალვა კეკელიას უთქვამს თუ დაუწერია, მღვდლის პირიდან წუწუნი მიუღებელიაო… მამა შალვა, რამდენ მღვდელს იცნობ თავად, ვისაც ძალიან უჭირს და განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს… რამდენს იცნობ, ვისაც პური ფული არ აქვს და მშიერი უკვდება ოჯახი, რამდენს იცნობ, ვინც კომუნალურებს ვერ იხდის და ამის გამო ან სესხულობს, ან მათხოვრობს… თუ არ იცნობ, აუცილებლად გაგაცნობ, ან სიას გამოგიგზავნი და ჩამოურეკე

კეკლუცობას თავი დაანებე და ადამიანობა ისწავლე… თუ რამის თავი გაქვს, მოიკითხე ადამიანები და მხარში დაუდექი, თუ არადა, მორალის კითხვას თავი დაანებე, შენს ძვირადღირებულ შესამოსლებში გამოეწყვე და გულით დაგვლოცე, მორალურად მაინც დაგვიდექი… ღმერთმა დაგილოცოს ოჯახი, მადლი და წყალობა არ მოგაკლოს, გული გონიერი მოგცეს და იესომ გიწინამძღვროს, მაგრამ შენგან ჭკუის დარიგებას ვერ მივიღებ, ბევრი რამის გამო და აქ არ დავწერ ამას, რეების გამოც…

ვაკეს არა, ღმერთს ემსახურე გულით და იმის იქითად გაიხედე… ბევრ რამეს არ დავწერ, არც მოგწერ და არც მომავალში ვიტყვი… ამ მჩვევია საჯარო პაექრობა… ეჰ, მამა შალვა, მამა შალვა!.. კარგი, აღარ ვიტყვი!.. იმედია არც დამჭირდება!..“ – ასე მიმართავს მამაო მამაოს.

 

მსგავსი თემები