ვირუსის პიკში, დღეში 60 000 ინფიცირებულს ელოდებიან  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის პიკში თებერვლის მეორე ნახევარში შევა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კი 60 000-მდეც შესაძლოა ავიდეს.

ჰელსმეტრიქსის“ მონაცემებით, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, შეიძლება, პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში. შეიძლება, იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა. რატომ არის ეს შემთხვევების რაოდენობა, სამი ძირითადი მიზეზია – ერთი, „ომიკრონის“ აქტიური ცირკულაცია ქვეყანაში; მეორე- საახალწლო დღეებში ძალიან გვიყვარს ყველას ერთად ყოფნა;  მესამე – ის დიდი მობილობა, რაც განსაკუთრებით ზამთრის კურორტებთან არის დაკავშირებული და ზოგადად მობილობა საახალწლო დღეებში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები