„ორჯერადად აცრილებიც ინფიცირდებიან“ – მაია  ბუწაშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

​ექიმ-ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განმარტებით ახალი შტამით დაინფიცირების ალბათობა ორჯერ ვაქცინირებულ პირთა შორისაც მაღალია. როგორც ინფექციონისტმამედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ინფიცირება ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებშიც ხდება.

“შესაძლოა დაინფიცირდნენ ისინი, ვინც არის ვაქცინირებული და ვისაც აქვს გადატანილი ვირუსი. ვაქცინირებულებში ეფექტურობა 20%-მე დაეცა, ბუსტერ გაკეთებულებში 70-75% ვაქცინის ეფექტურობა. თუმცა, ორი ვაქცინა ვისაც აქვს გაკეთებული ინფიცირების პროცენტი მაღალია მათში, მაგრამ გართულებების და ჰოსპიტალში მოხვედრის ალბათობა დაბალია სრულად აუცრელებთან შედარებით, “ – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმამედიაცენტრ მთავარში”.

მისი თქმით, ბუსტერ დოზით აცრილებში ვირუსისგან დაცვის პროცენტულობა ბევრად მაღალია.

 

მსგავსი თემები