“ოპტიმისტურადაა და მიაჩნია რომ მისი აქ ყოფნა დროებითია” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე 

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსული ალასანია აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა გაუარესებულია.

„ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის, რაც ვნახე, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. ვილაპარაკეთ იმ სიმპტომებზე, რაც აქვს ამჟამად. ყველაფერი იგივეა, ოღონდ, გაუარესებულ მდგომარეობაში. ხელის დაბუჟება, ფეხის, თავის ტკივილი გაიზარდა. მთავარი თხოვნაა, ექიმები შეუშვან, ეს აუცილებელია. მთავარია, ექიმებს ქონდათ შესაძლებლობა მისი ნახვის. გასასინჯია. რეალურად, გასინჯულიც არ ყოფილა ნორმალურად  შესაბამისი გამოკვლევა მას არ ჩატარებია. მგონი. ფიქრობენ ახლა როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად. მთავარია, ექიმები უნდა შემოუშვან. თვითონ ოპტიმისტურადაა და მიაჩნია, რომ მისი აქ ყოფნა დროებითია“ – განაცხადა საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან.

მსგავსი თემები