„ოპოზიცია – აქციოლოგი“ – დავით სერგეენკოს შეფასება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი  დავით სერგეენკო ოპოზიციის წარმომადგენლებს „აქციოლოგებს“ უწოდებს და ისურვებდა, ისინი საქმით იყვნენ დაკავებულები.

„ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა…კარგი იქნებოდა ყველა პარტია დაკავებული იყოს იმით, თუ როგორ ჩამოაყალიბოს მწყობრი სტრატეგია.  ვისურვებდი, კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს“ – განაცხადა სერგეენკომ მედიასთან.

 

მსგავსი თემები