“საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი” – საზღვარგარეთის პრესა სალომე ზურაბიშვილზე

უცხოური მედია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ წერს. „პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში,“ – ასე ეხმაურება უცხოური SBS NEWS-ი არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის წარმატებას.

„ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი და პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკაში. 66 წლის საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებში ხმების 59,6% აიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაიბადა საფრანგეთში და 2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად“, – წერს SBS NEWS -ი.

უცხოური მედია, ასევე, აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის ბოლო  იქნება, სადაც პრეზიდენტს ხალხი აირჩევს.

არჩევნებში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს პირადად უკვე მიულოცა ლიეტუას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ.

„ლიეტუის ქალმა პრეზიდენტმა გამარჯვება ღამით „ტვიტერით“ მომილოცა. დაველოდები, შეთანხმებულია, რომ უნდა დარეკოს. საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ველოდები, რომელიც არგენტინაშია, მაგრამ წერილობით უკვე მომილოცა. ასევე განცხადება გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები