ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია – გოგა ხაინდრავა ​

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა, 28 ნოემბრის არჩევნებს აფასებს, არა პარტია “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებად და აცხადებს, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასრულდა საბჭოთა ეპოქა.

როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პროექტი ჩავარდა, უამრავი ფული დაიხარჯა იმისთვის, რომ საბჭოთა ჩეკისტი მოეყვანათ საქართველოში. ქართველი ხალხი საბჭოთა ჩეკისტებს და დამსმენებს არასოდეს აირჩევს, ხოლო ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ​

“​ყველაზე ცუდი ის არის, რომ 775 ათასმა ადამიანმა საბჭოთა პროექტს მისცა ხმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. გამიხარდა სალომეს განცხადება, რომ პირველი რასაც ის გააკეთებს საზოგადოების იმ ნაწილთან კომუნიკაციაა, რომლებმაც მას არ მისცეს ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება არის ქართული დემოკრატიის გამარჯვება. საბჭოთა ეპოქა გუშინ, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გუშინ მოხდა, ეს არის სახალხო დემოკრატიის გამარჯვება, როცა ხალხის განვითარების დონემ ბევრად გადაასწრო პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების განვითარებას. ეს არის საწინდარი იმის, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს თავის ადგილს ევროპულ ქვეყნებს შორის. ხალხმა აჩვენა პოლიტიკოსებს, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ეს ქვეყანა”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისივე შეფასებით, მაღალი ხარისხის პოლიტიკური თვითშენგება, რაც გუშინ ქართველმა ხალხმა აჩვენა, ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდება.

ორთვენახევრიან კატასტროფაში ვიყავით. ტელეეკრანებიდან მოედინებოდა არა მხოლოდ ადამიანის ღირსების ღირსების შემლახავი კამპანია. სააკაშვილის ერთადერთო სურვილია ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რომ როგორმე მისი ბოდვა, შესრულდეს. არანაირი შეკრება მაგათ აღარ უშველის, “ნაციონალური მოძრაობა” რას წარმოადგენს ყველამ კარგად ვნახეთ. გუშინ არ გაუმარჯვია არანაირ პოლიტიკურ მოძრაობას, გუშინ გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. სუნ სხვა სულისკვეთებით ჩატარდა არჩევნები მეორე ტურში”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მთავარში“.

მსგავსი თემები