ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონთ“ ინფიცირების შემთხვევები მზარდია. მისივე შეფასებით, სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზად არის.
„გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა ახალი შტამი „ომიკრონია“. შეიძლება დადებითად ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა არის საკმაოდ მსუბუქი. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა“ – აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.