ვირუსით 31 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

 

მსგავსი თემები