ოპოზიცია მობილიზაციას აცხადებს და ამბობს, რომ ყველაფერი ახლა იწყება

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, არჩევნებზე მოსახლეობის უპრეცენდენტო მოსყიდვა მოხდა, რაც ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს.

„ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. ყველა მოისყიდეს. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი – ყველა საქმეში იყო ჩართული… ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება. ამ არჩევნებით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია, რადგან ასეთი სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს არ უნახავს”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები