სკოლებში მასწავლებლებზე ვაკანსიები ცხადდება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სკოლაში მუშაობის მსურველთათვის, სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიებს, მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს.

ვაკანსია არის, როგორც სასკოლო საგნების პედაგოგებზე, ასევე, ინტეგრირებული კლასის სპეციალურ მასწავლებლებზე.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: ვაკანსიები სკოლებში

ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.

მსგავსი თემები