“რუსეთის სამომავლო სამიზნე ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებია“ – სამხედრო ანალიტიკოსი

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია უკრაინაში რუსეთის მხრიდან განხორციელებულ მორიგ აგრესიას საქართველოსთან აკავშირებს და აცხადებს, რომ ოკუპანტის სამომავლო გეგმა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების ხელში ჩაგდებაა. აღნიშნული განცხადება მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„შავი ზღვის აკვატორიაში რუსული სამხედროების გაძლიერება პირდაპირ კავშირია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემოსთან. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ, მთლიანი საზღვაო ეკვატორია ხელში ჩაიგდონ. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია ქართული „პორტები“, რომელიც მათ დიდიხანია სურთ“ – აღნიშნა სამხედრო ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ვახტანგ მაისაიამ რუსი შავრაზმელის ოფიციალური განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებზე საუბრობდა: „აღნიშნული ინტერესის შესახებ განცხადება, ერთი თვით ადრე, სატელევიზიო გამოსვლაში ცნობილმა რუსმა შავრაზმელმა და ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა გეოპოლიტიკურ საკითხებში ალექსანდრე დუბინმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდგომი გეგმები უნდა იყოს ქალაქ ფოთისა და ბათუმის დაკავება“.

ანალიტიკოსი რუსეთის აგრესიულ გააქტიურებას საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთანაც აკავშირებს.

​„შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მორიგი აგრესია საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მისი აგრესიული ქმედებები საქართველოს მიმართულებითაც კორექტირდება. ვერ გეტყვით, ვლადიმერ პუტინს რა კონკრეტული სცენარი აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ გააქტიურებულია, განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ დღეებში ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს. ამ სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა არშკარაა“ – განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები