თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა მოკრძალებულად გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში საშობაო მსვლელობა გამართა. პანდემიის გამო, საშობაო ალილო ამჯერადაც ტრადიციული არ იყო.

სასულიერო პირები  რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ავტომობილებით დაიძრნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება.

შეგროვილი საშობაო ნობათი კი  ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში დახარისხდება და ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

მსგავსი თემები