საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან ყაზახეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საქართელოში მცხოვრებმა ყაზახეთის მოქალაქეებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ყაზახეთში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.

როგორც ცნობილია, ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, პოლიციას შეუძლია, რომ მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლოს.

ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათივე ცნობით დაღუპულია 26 დემონსტრანტი, დაშავებულია 18.

მსგავსი თემები