“კარგად ვიცი რაც იყო მიზეზი, დაუმტვრიეს ძვლები, ადამიანს არ ჰგავდა” – ლექსო ლაშქარავას დედა UNESCO-ს სიაზე

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა, რომელშიც “TV პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაემატა. ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. აღნიშნულს ლაშქარავას დედა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ისედაც კარგად იცოდა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

“ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხომ არ ვიყავი”,- განაცხადა თინათინ კახიძემ.

 

მსგავსი თემები