“ალბათ, ცოტა დაგვიანებულია” – შალვა პაპუაშვილი “ლეიბორისტული პარტიის” პარლამენტში შესაძლო შესვლაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, “ლეიბორისტული პარტიის” მხრიდან ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლის გადაწტყვეტილებაზე მსჯელობის დაწყება შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, ჩემი შეფასებით, ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ, არც ერთხელ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. აქედან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით, ახლა, რატომ… როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ შემოვიდნენ პარლამენტში.

საერთო ჯამში, ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა “ქართული ოცნების”წინააღმდეგ, არამედ მიმართულია პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ბოიკოტი არის მიმართული ხალხის წინააღმდეგ, იმ ხალხის, რომელმაც 2020 თუ 2021 წელს არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა,”-აცხადებს პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები