“მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული” – მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად  ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მივიდა. მიტროპოლიტმა საპატიმროში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ ის აპირებს მესამე პრეზიდენტს შობა მიულოცოს და ამ მისიით უკვე იმყოფებოდა ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაშიც.

“რა მიზნით უნდა მოვინახულო?! რომ მივულოცო შობის დღესასწაული. მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული,” – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მსგავსი თემები