ქუთაისის აეროპორტში მგზავრები მეორე დღეა ყაზახეთისკენ რეისს ელოდებიან

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები ამჟამად ისევ შეჩერებულია.

ქუთაისიდან ამ დრომდე ვერ განხორციელდა ფრენები ყაზახეთის ქალაქების, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით.

ამ წუთისთვის მგზავრები აეროპორტში იმყოფებიან, მათი თქმით, არ იციან, როდის განხორციელდება ფრენა და ვერც ყაზახეთში ახერხებენ ახლობლებთან კომუნიკაციას.

როგორც გუშინ, 6 იანვარს აეროპორტების გაერთიანებამ განაცხადა, რეისი ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით 12 საათზე უნდა შესრულებულიყო.

მსგავსი თემები