„გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია“ – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

„ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც მონაცვლეობენ… რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი“ – ბრძანებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

კათოლიკოს-პატრიარქი უარყოფითი ინფორმაციის ნეგატიურ გავლენაზეც საუბრობს და ყველას მოუწოდებს, სასოწარკვეთას ნუ მიეცემა.

„ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლად აუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის,მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.

თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.

გაუფრთხილდით დროს!

დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა(ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ)“ – ამონარიდი პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან.

მსგავსი თემები