“ომიკრონი” შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა მსუბუქი ნამდვილად არ არის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი შესაძლოა, ახალგაზრდებსა და მოხუცებში ნაკლებად მძიმეა, თუმცა ის მსუბუქი ნამდვილად არ გახლავთ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის,  ტედროს ადანომ გაბრეისუსის თქმით, წინასწარი კვლევებით, “ომიკრონი”, კორონავირუსის წინა ვარიანტთან, დელტასთან შედარებით, ნაკლებად მძიმედ ჩანს.

“დელტა ვარიანტთან შედარებით, ომიკრონი ნამდვილად ნაკლებად მძიმედ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა დავახასიათოდ, როგორც მსუბუქი”,- განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მსგავსი თემები