Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღვანდელი მონაცემებით ჩატარდა 45 006 ტესტი გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.