ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინასა და მის საზღვრებთან არსებული მდგომარეობისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ, მოლაპარაკებები დისტანციურად შედგება.

ასევე აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს ჩანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას, რომელზეც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები რუსეთის მოთხოვნებს განიხილავენ.

მოსკოვი დაჟინებით ითხოვს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ერთ-ერთ პუნქტად გულისხმობს იურიდიული დოკუმენტის მიღებას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და შეწყვეტს სამხედრო აქტივობას რუსეთის საზღვრებთან.

შეგახსენებთ, ნატო-ში არაერთხელ განაცხადეს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, რომელ ალიანსში გაწევრიანდება.

მსგავსი თემები