“როცა არსებობს სენი – ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი” – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.

“ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როდესაც ვიცით, რომ გარემოს დაცულობა არ არის მაღალ დონეზე, ჰაერი დაბინძურებულია, არსებობს სენი – ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი. ვცდილობ ასე ვიცხოვრო, სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა. ვცდილობ ყველა მნიშვნელოვან მატჩს დავესწრო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა საქართველოს გვერდით იყოს არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, არამედ სპორტსმენების გვერდით იდგეს ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრისას.

მსგავსი თემები