ღირსეულად შეხვდით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია II პრეზიდენტობის კანდიდატებს 

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე პრეზიდენტობის კანდიდატებს – სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და მოუწოდა მათ ღირსეულად შეხვდნენ გამარჯვებასაც და დამარცხებასაც.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, მან არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგის ხატები და მინდა, რომ გადმოგცეთ”, – ბრძანა პატრიარქმა.

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს.

ტაძარში მსახურებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თავის ვაჟთან ერთად იმყოფება.

სადღესასწაულო წირვას, ასევე, დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

პატ­რი­არ­ქმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და გრი­გოლ ვა­შა­ძე ამ­ბი­ონ­ზე აიყ­ვა­ნა, და­ლო­ცა და ხატები გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად.


მსგავსი თემები